გაკვეთილის გეგმა


1

გაკვეთილის  მთავარი თემა

   ვინ არის ეხნატონი?

სწავლების საფეხური

VII საბაზო

მოსწავლეთა პროფილი

29 მოსწავლე
ერთი სსსმ მოსწავლე


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

მოსწავლეები გაეცნობიან ისეთ რეფორმატორ ფარაონს როგორიცაა ეხნატონი.განასხვავებენ წინა პერიოდისა და ეხნატონის დროის ხელოვნებას,მოახდენენ შედარებას და დაამყარებენ ურთიერთკავშირებს განვლილ მასალასა და ახალს შორის.






გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მოსწავლე გაეცნოს ეხნატონის ეპოქის კულტურას.შეძლოს მისი თავისებურებების გაანალიზება და გამოიმუშავოს სხვა კულტურასთან მისი განსხვავება და განუვითარდეს სიტყვიერად გამოხატვის და დასაბუთების უნარი.
ს.გ.VII.11.  მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადარს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
ს.გ.VII.12.  მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს ხელოვნების ნაწარმოების შინარს ისტორიასთან და კულტურასთან.

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა იციან ,რომ ფარაონები ჰყავდათ ეგვიპტეში და ეხნატონამდე განსხვავებული იყო ეგვიპტური ხელოვნება.ასევე ნასწავლი აქვთ,რომ ეგვიპტეში იყო მრავალღმერთიანობა (პოლითეიზმი)


შეფასების საგანი და 
პროცედურები

თუ მოსწავლეს აქვს ხელოვნების ნაწარმოების აღწერა-ანალიზის უნარი.ანალიტიკური აზროვნების უნარი.დამოუკიდებელად მსჯელობის და არგუმენტირებული დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევა.
მუშაობის ფორმა ინდივიდუალური და წყვილებში.
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ კვლევის უნარი.

ს.გ.VII.14.  მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·                      მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა კონტექსტმა ნამუშევრის შინაარსზე;
·                      ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშს, როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას ვიზუალური ელემენტების მიხედვით;
·                      ამოიცნობს ისტორიულ მოვლენას, რომელიც შემოქმედის შთაგონების წყაროდ იქცა.
ს.გ.VII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·                საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ პირველ შთაბეჭ­დი­ლე­ბაზე და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კომპოზიციამ, ფერმა, ფიგურათა გამომსახველობამ და სხვ.);
·                აფასებს ხელოვანის ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნაზე და შთაბეჭდი­ლებაზე დაყრდნობით);
·                მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.
შედეგები
1-2ქ
3-4ქ
5-6ქ
7-8ქ
9-10ქ
ინფორმაციის გახსენებაზე ორიენტირებული დავალებები
არ იცის მასალა
ძნელად პასუხობს უმარტივეს კითხვებზე
იცის მაგრამ არამყარად.უჭირს დასაბუთება
ფლობს ინფორმაციას
სრულიად ფლობს ინფორმაციას
ცოდნის სიღმეზე ორიენტირებული დავალებები(ღია კითხვები)
ვერ პასუხობს
პასუხობს მასწავლებლის დახმარებით ერთ ღია შეკითხვაზე
ცდილობს მაგრამ უჭირს საკუთარი მოსაზრების დასაბუთება
პასუხობს ნასწავლ მასალიდან გამომდინარე,არ ააქვს ჩამოყალიბებული აზრი
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი,ასაბუთებს მას როგორც წერილობით ასევე ზეპირად
აქტიური მონაწილეობა
არ არის ჩართული
პერიოდულად ერთვება
ხშირად აქტიურობს
აქტიურია
აქტიურია ,პროდუქტიულია
საკუთარი აზრის დასაბუთება
ვერ გამოთქვავს საკუთარ აზრს
იშვიათად გამოთქვამს
ცდილობს,რომ გამოთქვას საკუთარი აზრი
გამოთქვამს საკუთარ აზრს
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი და ასაბუთებს
ზეპირმეტყველება-ტექსტის და ხელოვნების ნიმუშის ანალიზის უნარი
საერთოდ ვერ ავლენს
ზოგჯერ იმეორებს სხვათა მოსაზრებებს
იმეორებს სხვათა მოსაზრებებს,აზროვნება ტრაფარეტულია
აანალიზებს ისტორიულ კონტექსტს გარკვეული მოდელის მიხედვით
ისტორიული კონტექსტის ანალიზისას ავლენს დამოუკიდებელი აზროვნების ინტერპრეტაციის უნარს







სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო, MS Word, PowerPoint, რეპროდუქციები, დაფა, კომპიუტერი, პროექტორი, ცხრილები, ფერადი ქაღალდები.



გაკვეთილის 
მსვლელობა

1. განვლილი მასალის გახსენება - 3წთ
2. კითხვა-პასუხი, მსჯელობა - 7წთ
3. გამონათქვამების ანალიზი - 10 წთ
4. ინფორმაციის მიწოდება- 7წთ
5. ჯგუფური სამუშაო- 10 წთ
6. შეფასება- 5წთ
7. საშინაო დავალება- 2წთ
ფაზა A
გამოწვევა
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები გაიხსენებენ თუ როგორი წარმოდგენები ქონდათ ეგვიპტელებს რელიგიაზე. გაიხსენებენ ეგვიპტელების ღვთაებებს და მათ წარმოდგენას სიკვდილზე და სიკვდილ შემდგომ სიცოცხლეზე, ასევე ერთგვარ რეინკარნაციაზე.
მოსწავლეები დაიყოფიან წყვილებში და ფერად ფურცლებზე დაწერენ მათთვის ნაცნობ ღვთაებათა სახელებს. შენდეგ დაფაზე ჩამოიწერება ყველა იმ ღვთაების სახელი, რომელიც მოსწავლეებმა დაწერეს. ასე მივლენ მოსწავლეები იმ დასკვნამდე, რომ ეგვიპტეში იყო მრავალღმერთიანობა და გაიგებენ ისეთ ტერმინს როგორიცაა პოლითეიზმი
ფაზა B
ცოდნის რეალიზება
ყოველივე ამის შემდგომ დაისმევა კითხვა იციან თუ არა რომელიმე რელიგია, რომელიც ერთ ღმერთს აღიარებს . ჩამონათვლის შემდგომ მოსწავლეები შეისწავლიან კიდევ ერთ ტერმინს მონოთეიზმი.
შემდგომ მოსწავლეები ინდივიდუალურად წაიკითხავენ გაკვეთილის პირველ  თავს, სადაც მოთხრობილია ეხნატონის მმართველობის შესახებ.ახალი დედაქალაქის დაარსებისა და რელიგიური რეფორმის შესახებ. შემდეგ მოსწავლეები გაცემენ პასუხებს კითხვებზე რაც მოსწავლეებს მიიყვანს ლოგიკურ დასკვნამდე ეხნატონი იყო რეფორმატორი ფარაონი, რომელმაც გააუქმა ყველა ღმერთი და აღიარა მზის დისკო-ატონი. ასე შეცვალა ეხნატონმა პოლითეიზმი მონოთეიზმით. , PowerPoint-ის მეშვეობით მოსწავლეები ნახავენ პრეზენტაციას ეხნატონზე . წინარე ცოდნიდან გამომდინარე ისინი განასხვავებენ ეხნატონის დროს ჩამოყალიბებულ რეალისტურ ხელოვნებას, რომელიც მოიტანა ეხნატონის პირადმა მოქამდაკემ თუტმოსმა, მანამდე არსებულ უტრირებულ განყენებულ ხელოვნებასთან

ფაზა C
რეფლექსია
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეაჯამებენ გაკვეთილს. რა იცოდნენ , რა გაიგეს და რის გაგება სურთ კიდევ ამ გაკვეთილის შემდგომ. შეაფასებენ გაკეთილს რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის ეს ინფორმაცია და რაში გამოადგებათ მიღებული ცოდნა. შეფასების შემდგომ მიეცემათ დავალება:  აღწერონ წიგნში მოცემული ეხნატონის რელიეფი ისტორიულ კონტექსტში. რა განსხვავებაა ამ რელიეფსა და მანამდე არსებულ ფარაონის რელიეფებს შორის. ჩანს თუ არა ის რეფორმა რაც ეხნატონმა ჩაატარა  და რაში გამოიხატება ის.

Комментариев нет:

Отправить комментарий