სასწავლო პროექტის ავტორი
| |||
სახელი, გვარი
|
ირმა კელეპტრიშვილი-შეშაბერიძე
| ||
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
|
თბილისი
| ||
სკოლა
|
სსიპ ქაქუცა ჩოლოაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №178 საჯარო სკოლა
| ||
პროექტის მონახაზი
| |||
პროექტის დასახელება
| |||
იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა
| |||
პროექტის შინაარსი
| |||
რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციაში გაერთიანებას.რა პრობლემის წინაშე დგება სახელმწიფო, როდესაც ახდენს ამა თუ იმ ძეგლის რესტავრაცია-კონსერვაციას. იკარგება თუ არა კულტურული მემკიდვრეობის პირვანდელი სახე რესტავრაციის დროს. შესაძლებელია თუ არა კონსერვაციის მეშვეობით მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის როგორც დაცვა ასევე შენარჩუნება. ამ საკთხთან დაკავშირებით მოსწავლეები გაეცნობიან იუნესკოს ,როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციას და მის დებულებებს. ამის საფუძველზე განსაზღვრავენ რამდენად მისაღებია ამა თუ იმ კულტურული ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაცია. მოიძიებენ ინფორმაციას, ჩაატარებენ კვლევას. ასევე შეისწავლიან სხვა ქვეყნების მიერ შესრულებულ სამუშაოებს ამ საკითხთან დაკავშირებით და შეადარებენ საქართველოში ჩატარებულ სამუშაოებს.მუშაობის დასრულებისას მოაწყობენ კონფერენციას თემაზე ,,თანამედროვე ტექნოლოგიები და იდეები არ არღვევს ქართულ კულტურულ მემკვიდროებას“,სადაც აუდიტორიას წარუდგენენ კვლევებს, ვიდო რგოლს .
| |||
საგანი/საგნები
| |||
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
| |||
საფეხური/კლასი
| |||
საბაზო VIII კლასი
| |||
პროექტის განხორციელების დრო
| |||
ერთი თვე
| |||
პროექტის საფუძვლები
| |||
საგნობრივი სტანდარტები
| |||
ს.გ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
· განსაზღვრავს იმ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად;
ს.გ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად;
· ანაწილებს გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს;
ს.გ.VIII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის და კულტურის თვითგამოხატვის საშუალება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნიმუშებს: თემატიკის, სტილის, კომპოზიციური წყობის, კოლორიტის მიხედვით;
· ს.გ.VIII.13. მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მოიძიებს ინფორმაციას რამდენიმე ცნობილ კულტურულ ძეგლზე და მსჯელობს მათი გავლენის შესახებ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
● იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
საინფორმაციო წიგნიერება
● ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
● ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
| |||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
| |||
·
| |||
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
| |||
ზოგადი კითხვა
|
რა არის იუნესკო
| ||
თემატური კითხვები
|
| ||
შინაარსობრივი კითხვები
|
| ||
შეფასების გეგმა
| |||
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
| |||
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
| |
პროექტის დასაწყისში
|
ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა
პროექტის გეგმები
|
წინასწარ შექმნილი ფორმები
ფორმები
| |
პროექტის მსვლელობისას
|
ჯგუფური დაკვირვება
დღიურები
არასტრუქტურული გამოკითხვა
|
რეფლექსიები
ფორმები
კითხვები
| |
პროექტის დასრულების შემდეგ
|
პრეზენტაცია(სლაიდშოუ)
|
შეფასების რუბრიკა
| |
შეფასების მოკლე მონახაზი
| |||
| |||
სხვა საკითხები
| |||
წინარეცოდნა
| |||
| |||
სასწავლო პროცედურები
| |||
დაფაზე დავწერ ზოგად შეკითხვას: რა არის იუნესკო ? მოსწავლეებს ვთხოვ გააანალიზონ ეს შეკითხვა. ისაუბრონ კულტურული მემკვიდრეობის დანიშნულებაზე , განიხილონ შინაარსობრივი შეკითხვა რა არის საზოგადოების ძირითადი კულტურული ინსტიტუციები?
პროექტის დასაწყისში მოსწავლეებს მიეცემათ საკვანძო კითხვები მათი საჭიროების მიხედვით .განვსაზღვრავ მოსწავლეთა წინარე ცოდნას,რაც დამეხმარება გაიხსენონ რა არის იუნესკო,რესტავრაცია,კონსერვაცია. დაიწყებენ მსჯელობას დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.ასევე დეტალურად მოვუყვები იუნესკოს დანიშნელებაზე. იმ პრობლემებზე ,რასაც ვაწყდებით არასწორი მიდგომებით,რაც ეხება ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას.
პროექტის გაცნობა
მოსწავლეებს წარვუგდენ პროექტს.ავუხსნი,რომ მათ უნდა გამოიკვლიონ ის ფაქტორები, რომლებიც იწვევს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ჩამოშლას.მოსწავლეები შეისწავლიან იუნესკოს დანიშნულებას.რა კავშირი შეიძლება ქონდეს მას საქართველოსთან და როგორ შეუწყობს ის ხელს საქართველოს იერსახის შენარჩუნებას.მოიძიებენ სამუშაო მასალებს ინტერნეტსა და სახელმძღვანელოებში.დაახარისხებენ ,გადაანაწილებენ ჯგუფებს შორის, განსაზღვრავენ ვადებს მოქმედებებს. მოსწავლეებს ავუხნი, რომ თანაკლასელებს ჯგუფური დისკუსიის გზით შეიძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ კვლევის შედეგები და ინდივიდუალურად შეგროვილი ინფორმაცია გააერთიანონ. მოსწავლეები მცირე ზომის ჯგუფებში იმუშავებენ და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში წარმოქმნილ დამოკიდებულებაზე ჰიპოთეზებს შეიმუშავებენ.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პროექტის განმავლობაში, მათ შორის სხვადასხვა ბეჭდვითი და ინტერნეტ წყაროების გამოყენებისას, ჯგუფური დისკუსიების და მულტიმედიური პროექტის წარმოდგენისას აუცილებელი მოთხოვნაა იმ წყაროებისა და ლიტერატურის დასახელება, ,რომლებიც გამოიყენეს პროექტის მსვლელობის დროს..კლასთან ერთად განვიხილავ პროექტის მოლოდინებს.დაამზადებენ ბუკლეტებს,რომლებიც დაურიგდებათ მშობლებს, რათა მათ კარგად გაიგონ, თუ რა კვლევას ატარებენ ბავშვები.
კვლევის დაწყება
მოსწავლეებს ავუხსენი, რომ პროექტზე მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარში უნდა მიიღონ. დაურიგდებათ ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა. განვიხილავთ ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებული მოლოდინებს და ვთხოვ მოსწავლეებს, ,იხელმძღვანელონ რუბრუკით ჯგუფური მუშაობის დროს.
მუშაობის დაწყებამდე მოვახდენ მოსწავლეთა დიფერენციას მათი უნარების მიხედვით,რომელსაც შევძლებ წინასწარ შექმნილი კითხვარით.რის შემდგომაც მოსწავლეები ჯგუფებში გადანაწილდებიან და ვთხოვ, აირჩიონ ინდივიდუალური კვლევის თემა. ჯგუფის ყოველი წევრი განსხვავებულ თემას იკვლევს. ინდივიდუალური კვლევის შედეგები ჯგუფურ მულტიმედიურ პრეზენტაციაში გაერთიანდება.
ამოირჩევენ კონკრეტულ კულტურულ ძეგლს და შეისწავლიან მის ისტორიულ კულტურულ მნიშვნელობას. ჩაატარებენ კვლევას სხვადასხვა წყაროებისა და ინსტრუმენტების მეშვეობით.გააკეთებენ გამოკითხვას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ჩაწერენ ინტერვიუს ძეგლთა დაცვის სამინისტროში,სადაც ჩაატარებენ გამოკითხვას .დაადგენენ საჭიროებებს.გადაიღებენ ფოტოებს.
ჩაატარებენ გამოკითხავას, თუ რამდენად საჭიროა თბილისის ძველ უბნებს შეუნარჩუნდეთ პირვანდელი სახე.ინტერნეტში მოიძიებენ ინფორმაციას ჰოლანდიაზე და მის დედაქალაქზე ამსტერდამზე.გამოიკვლევენ თუ როგორ მოახერხა ჰოლანდიამ შეენარჩუნებინა თავისი პირვანდელი სახე.რაში ეხმარება მათ იუნესკო.არის თუ არა ეს სახემწიფო პოლიტიკის ნაწილი.ასევე მოიძიებენ ინფორმაციას შვედეთზე რომელმაც სრული რესტავრაცია გააკეთა დედაქალაქის. მოახდენენ შედარებას ამ ორ სახელმწიფოს შორის.გამოიტანენ დასკვნებს რომელი ქვეყნის მიერ იყო გადადგმული ნაბიჯი გონივრული და რომელმა უფრო შეინარჩუნა თვითმყოფადობა.რა მოუტანა სახელმწიფოს რესტავრაციამ,კონსერვაციამ.
შედარების შემდგომ მოსწავლეები გადმოიტანენ დასკვნებს სხვა ქვეყნებიდან მიღებული გამოცდილებით, დააკავშირებენ საქართველოს .მოაწყობენ ექსკურსიებს ქალაქის სხვადასხვა უბნებში.მოიძიებენ როინაშვილის ფოტოებს და შეადარებენ დღევანდელ თბილისს
ჩაატარებენ მულტიმედიურ გამოკითხვას ,,როგორ შევინარჩუნოთ ძველი თბილისის სახე”, ,,უნდა მოუაროთ თუ არა 1500 წლის ქალაქს ისე როგორც მოხუც მშობელს”
გადაიღებენ მოკლე ვიდეო რგოლს სადაც აჩვენებენ,რომ სიძველე ისევე საინტერესოა როგორც სიახლე.ყველა სიახლე ოდესღაც ხდება ძველი და ამიტომ უნდა მოხდეს ისეთი ოქროს შუალედის მოძებნა რაც ქალაქს ურბანციდად არ აქცევს.
პროექტზე მუშაობისას ისინი შეიმუშავენებენ პროექტის შეფასებას, რომელსაც მოახდენენ ,,პროექტის გეგმებით’ რომლის მიზანია მოსწავლეს დაეხმაროს პროექტის დაგეგმაში,კარგად,რომ გაუძღვნენ თავიანთი სწავლის პროცესს.ისინი ისახავენ მიზნებს აყალიბებენ სტრატეგიებს მათ მისაღწევად,დროში ანაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს განსაზღვრავენ კრიტერიუმებს შეფასებისათვის.შეფასების საშუალება იქნება ფორმები.
მოსწავლეები მოაწყობენ ჯგუფურ დისკუსიას და თანაკლასელებს წარუდგენენ თავიანთი კვლევის შედეგებს, შემდეგ კი ინდივიდუალურ კვლევის შედეგებს გააერთიანებენ და ჯგუფურად შეიმუშავებენ ჰიპოთეზას, რომელიც საჭიროა ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. შეხვდები ჯგუფებს მათი პროგრესის შესაფასებლად და ერთობლივი მუშაობის დაკვირვების ფურცლის გამოყენებით მოვახდენ მათი მუშაობის მონიტორინგს.შეგროვილი მასალების მეშვეობით გააკეთებენ სლაიდ შოუს და პროექტის დასასრულს გააკეთებენ პრეზენტაციას.
პროექტის მსველელობისას მოხდება მოსწავლეთა შეფასება მონიტორინგი.მოხდება ჯგუფური დაკვირვება ,რაც დამეხმარება თანამშრომლობის უნარების შეფასებაში, რომლის ინსტრუმენტად გამოყენებული იქნება რეფლექსია.
ნამუშევრების წარმოდგენა
მოსწავლეებს დავეხმარები პრეზენტაციების შექმნაში, მომზადებასა და დროის ორგანიზებაში
თითოეულ ჯგუფს მიეცემა დრო სლაიდშოუს სახით კვლევის შედეგების წარმოსადგენად. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს უკუკავშირის გაზიარების და სხვა ჯგუფებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცემათ. ასევე, გამოყოფა დრო მოსწავლეების მიერ ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის თვითშეფასებისთვის. შედეგების გავითვალისწინებით ჩემს მიერ განხორციელებული შეფასების დროს.
პროექტის დასკვნითი ნაწილი
მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი დაასრულებს გამოსვლას, გაიმართება დისკუსია იმ სოციალური ფაქტორების შესაჯამებლად, რაც იწვევს კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას . ასევე, შეჯამდება კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის განმაპირობებელი სოციალური ფაქტორებიც. დაისვმება კითხვები, მაგალითად, რა მსგავსება და განსხვავებები არსებობს ევროპულ კულტურასა და ჩვენს საზოგადოებას შორის? და პროექტის კითხვები:
· რა არის იუნესკო?
· რა არის საზოგადოების ძირითადი კულტურული ინსტიტუციები?
მოსწავლეებს ვსთხოვ დაწერონ დასკვნითი ესე, სადაც გააკეთებენ ანალიზს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე. განიხილონ რისკ ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ჩვენი, კულტურული მემკვიდრეობის განადგურება გამოიწვიოს და ფაქტორები, რომლებიც ჩვენს გადარჩენას და წარმატებას განაპირობებს.
| |||
დიფერენცირებული სწავლება
| |||
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
|
| ||
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
| ||
ნიჭიერი მოსწავლეები
|
| ||
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
| |||
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
| |||
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
| |
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტკავშირი
| |
პროექტორი
|
სკანერი
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
| |
ლაზერული დისკი /ჩიპი
| |||
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
| |||
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
| ||
ელ. ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო რედაქტორი
| ||
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
| |
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
| ||
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
| ||
ბეჭდური მასალები
|
ხელოვნების სახელმძღვანელო VIIკლასი გამომცემლობა,,კლიო”,როინაშვილის ფოტოალბომი,,ძველი თბილისი”.სახელმძღვანელო რესტავრაციის შესახებ,
კონსერვაცია-რესტავრაცია
ქალაქი იწყება ქუჩით
ამსტერდამის რესტავრაცია
შვედეთი
| ||
ინვენტარი/მასალები
|
კომპიუტერი, პროექტორი.თაბახის ფურცლები,დაფა, ცარცი.ფორმატები.ფლომასტერები,მარკერები
| ||
ინტერნეტრესურსები
|
რესტავრაციის ლაბორატორია
https://www.youtube.com/watch?v=l8vTtn7ICVY&feature=youtu.beახალი ხელოვნება ძველი ტექნოლოგიით
| ||
სხვა რესურსები
|
ექსკურსიები, ვიზიტი სამინისტროში, მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები სხვა კლასიდან/სკოლიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.
| ||
პროექტი2
Подписаться на:
Комментарии (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий