პროექტი













პროექტის სახელი: თბილისი მუზეუმების ქალაქია?
პროექტის მოკლე აღწერა :  ჩვენს ქალაქში ბევრი საინტერესო მუზეუმია ,რომლებსაც ბევრი საინტერესო ინფორმაციის მოცემა შეუძლია. კარგი იქნება თუ ერთ პროექტში სრულყოფილად მოვაქცევთ ყველა მუზეუმს.
პროექტის სრული აღწერა : პროექტის მიზანია ბავშვებმა მოიძიონ ინფორმაცია თბილისში არსებულ მუზეუმებზე. შეისწავლონ და გამოიკვლიონ მათი შექმნის მიზეზები, დანიშნულება მიზანი. ერთ ალბომად შეკრული ინფორმაცია უნდა განთავსდეს ინტერნეტში. შეიქმნება თბილისის მუზეუმების რუკა ,ბლოგი ,გზამკვლევი ელექტრონული რუკა.რუკაზე სტიკერები გაკეთდება რაც ინტერეს გამოიწვევს მნახველებში და გაზრდის მუზეუმების მოყვარულთა რიცხვს.
მონაწილეთა ასაკი/ კლასები :      12-13წელი
ვადები/ხანგრძლივობა      2016 . ოქტომბერი-2017 . მაისი
პროექტის შესაძლო აქტივობები        მუზეუმის მესვეურებთან შეხვედრა, ინტერვიუები, კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე. მასალების განთავსება ბლოგში, ისტ-ის გამოყენება. ხელოვნების ნიმუშების გამოფენა,სურათების გადაღება, სტენდების, ფოტო ალბომების შექმნა, მასალების ინტერნეტში განთავსება
საჭირო  რესურსი   ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი, საღებავები, ფუნჯები, სტენდი, ,,ბატმანის“ ქაღალდი, საპრეზენტაციო პროგრამა, დიქტოფონი.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას :    თბილისის მუზეუმების შესახებ ელექტრონული ცნობარის შექმნა. ფოტოალბემები, შემოქმედებითი პეზენტაციები, ბლოგი
სარგებელი სხვებისათვის            მოსწავლეებს გაუჩნდებათ კვლევა-ძიების უნარი,ინტერვიუს აღების უნარი, ასევე გაიღრმავებენ ისტ ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევას. თბილისს კიდევ ერთხელ სხვა კუთხით  წარმოაჩენენ მსოფლიოს წინაშე. საზოგადოებას გააცნობენ მათთვის უცნობ მუზეუმებს.
სამუშაო ენა:            ქართული, რუსული, ინგლისური
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:         ამ პროექტის განხორციელება მოსწავლეებს სხვადასხვა საგნებში განუვითარებს უნარ-ჩვევებს :ხელოვნებაშ (იმსჯელებენ მუზეუმებზე,მათ როლზე ქალაქსა და ქვეყანაში მათ დანიშნულებაზე,ჩამოუყალიბებს შემოქმედებითობას) .ისტორიაში : (მუზეუმების მეშვეობით გაეცნობიან საქართველოს ისტორიას). გეოგრაფიაშ : (ეთნოგრაფიული მუზეუმის მეშვეობით შეისწავლიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს, გეოლოგიური მუზეუმის დათვალიერების შემდეგ სამყაროს შექმნის ისტორიას) საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში: ინტერნეტში მასალების მოძიება, ვებ -გალერეაში სურათების ატვირთვა,პრეზენტაციები) ქართულ-ენასა და ლიტერატურაში : (შეიძენენ ინტევიუს აღების უნარს, გაიუმჯობესებენ წერისა და კითხვის უნარ-ჩვევებს ,გამოუმუშავდებათ კვლევის და დისკუსიის მართვის უნარი) მუსიკაში: ( მუსიკალური მუზეუმის დათვალიერების შემდგომ შეისწავლია მუსიკალური ინსტრუმენტების შექმნის ისტორიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და კავკასიაში)


პროექტის ფასილიტატორი: ირმა კელეპტრიშვილი-შეშაბერიძე
ელ.მისამართი : irmakeleptrishvili@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი : http://irmakeleptri.blogspot













Комментариев нет:

Отправить комментарий